23:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 12:10:20, 1148 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ცოლ-ქმარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი  მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.

როგორ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ლ.ს.-მ და  მ.ა.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. - 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს", ხოლო მისი მეუღლე მ.ა. - 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს". აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ლ.ს.-სგან  და  მ.ა. -სგან   სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს ქ.ბათუმში ამოიღეს.

„მ.ა.-ს და ლ.ს.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6  ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics