05:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 12:50:48, 1025 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული - არანაირი შეთანხმბა მასთან არ მქონია

მე არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა აფინანსებს თუ არა მმართველი გუნდი და პარტიის თავმჯდომარე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, მას ხშირ შემთხვევაში ბინესმენები აფინანსებენ.

„მე არ მაქვს პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. არსებობს კანონი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკრძალავს ჩემს ფინანსურ მხარდაჭერას. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უფრო ღიად დამიჭირეს მხარი, რადგან ჰგონიათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მხარს მიჭერს, ეს მათაც უნდა გააკეთონ. ხშირ შემთხვევაში მხარს მიჭერენ ბიზნესმენები, რადგან იციან, რომ დამოუკიდებელი ვარ. მე არ ვაპირებ ვიყო ივანიშვილის მიერ მართული. არანაირი წინასწარი შეთანხმბა ბატონ ივანიშვილთან არ მქონია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics