05:17 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 13:21:36, 1380 ნახვა

პოლიტიკა
ჰანს ჰანსო: ესტონეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მხარდამჭერია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და კომიტეტის წევრებს შეხვდა, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები, უსაფრთხოების და სტაბილურობის მნიშვნელობა და რუსეთიდან მომავალი საფრხეები განიხილეს.

ასევე, მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღევევის უხეში ფაქტები.

სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე პროცესი და  სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა, რაც კომიტეტის დღის წესრიგს წარმოადგენს.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი კავშირები და საპარლამენტო თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით.

„ჩვენ ვართ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე,  ევროკავშირსა და ნატოში მისი მომავალი წევრობის მტკიცე მხარდამჭერები. ამ გზაზე გატარებული ყველა  რეფორმა საგულისხმო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა შეხვედრისას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰანს ჰანსომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics