|
2015-01-21 10:51:29, 2047 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს
"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს",-ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა. ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომობილის დალუქვის პროცესს ესწრებიან. "შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს მისი საკუთარი შვილის საფლაზვე.მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)