21:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 21:25:49, 1904 ნახვა

კომენტარი
კალაძე: სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ

„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის.

„პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მოსული იყო არჩევნებზე და თავისი ნება დააფიქსირა. მინდა განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გადავუხადო, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას ეს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს. როდესაც დათვლის შედეგად მიღებული ციფრები გვექნება, ოფიციალურად გამოვაცხადებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში ჩართული იყვნენ, სალომე ზურაბიშვილს კი დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics