2018-10-28 20:36:51, 1627 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ეგზიტპოლით, არჩევნებში 37%-ით ვაშაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 34%-ით ზურაბიშვილია
„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
კერძოდ, კვლევის თანახმად, ვაშაძეს ამომრჩეველთა 37%-მა დაუჭირა მხარი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 34%-მა, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს 17%-მა. სხვა კანდიდატებმა ხმათა 12% მოიპოვეს.
პარტიის ცნობით, კვლევა „BCG Research”-მა ჩაატარა.
ავტორი: ,