03:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 20:28:34, 1543 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლებას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ულოცავს.

მთავრობის მეთაურმა განცხადება პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ეგზითპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა და ყველა მოქალაქეს აქტივობისა და მაღალი სამოქალაქო მუხტისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც ეგზითპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, ხმის დათვლის შედეგებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ  ყველა პირს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics