|
2018-10-28 14:57:25, 816 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებობ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას
„ჩვენს მომხრეებს, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს. „ძალიან ბევრი საკითხია რაც გროვდება, საპასუხო მათ შორის ამბავი, რაც ხდება ბოლო წუთების და საათების განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობას უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე თითქოს არის დარღვევები და მარკირებიანი პირები ახერხებენ შესვლას. თუმცა, საბედნიეროდ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ წევრს და თითოეულ დამკვირვებელს, ვისი მომხრეც და წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ან დამკვირვებელი, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ისინი ახერხებენ თითოეული მათგანის იდენტიფიცირებას, არ გამოეპარათ მათ არც ერთი ფაქტი და ყველა მათგანი გაბრუნებული იქნა უკან. რ2 ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება , ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს რუსთავი 2-ში. ეს არის ძლაიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ , მიუხედავად იმისა რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას. ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია. ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს. რეალურად, ჩვენს მომხრეებს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც. მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე. შესაბამისად, ჩვენი აგიტატორები , ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა. ამავე დროს, მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს , თავი დაანებონ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე. მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით. ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან , რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)