2018-10-28 10:03:48, 989 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური და სიტყვის დაპირისპირება იყო.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, "ქართული ოცნების" აქტივისტები საარჩევნო უბნის გარეთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ.
ოპოზიცია განმარტავს, რომ ავტომობილებში სხედან მმართელი გუნდის აქტივისტები და ამომრჩვლის მოსყიდვას ცდილობენ.
მომხდარ ფაქტზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაწერეს საჩივარი, რასაც უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ავტორი: ,