20:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 19:31:12, 2301 ნახვა

საზოგადოება
„იმოქმედე დღეს!“ - პარლამენტთან ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ [ვიდეო]

„იმოქმედე დღეს!“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

ადგილზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგით მოქალაქეები არიან შეკრებილი. პარლამენტთან მივიდა ზაზა სარალიძის დედა მარინა ბეგაძეც, რომელიც აცხადებს, რომ აქციებს თავად გააგრძელებს მანამ, სანამ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე სრულყოფილად არ იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე არ დაისჯება.

ამასთან, აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებმა სიმბოლურად კარავი მიიტანეს, რითაც ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

სარალიძის დაკავება დღეს სწორედ კარვის გაშლის მორიგ მცდელობას მოჰყვა. მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, სარალიძემ ერთ-ერთ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა.

დაკავების შემდეგ, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. კლინიკის ექიმის, კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, სარალიძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

“მოყვანილია ჰიპერტენზიული მდგომარეობით, აღენიშნება სითხის და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა ამჟამად, სტაბილური რჩება. მიმდინარეობს შესაბამისი კონტროლი. პაციენტი დარჩება სტაციონარში”, - აღნიშნა ექიმმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics