16:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 14:38:22, 1789 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი „ომეგას“ საქმეზე: ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი

ბახტაძემ შეაჩერა ეს პროცესი და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა მაჭავარიანი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა კითხვას - როგორ მოახერხა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ამ ოდენობის დავალიანების დაგროვება. 

„თბილისში, ჩემთან ბევრი ადამიანი ვერ რეკავს და ვერ შემოდის, დრო არ მაქვს ელემენტარულად. თუკი ვინმეს ჩემთან მოესვლება და დარეკვა შეუძლია, ყველასთან რამდენიმე წრეზეა შემოვლილი ეს საკითხი, რომ კიდევ გადაევადებინათ. ამ თემებში არ ვერევი და არ ჩავრეულვარ. ქუმსიშვილთანაც მაქვს ნალაპარაკები და არ მაქვს ეჭვი ქუმსიშვილზე ანგარების, მაგრამ სწორედ ქუმსიშვილის დროს ხდებოდა, ძირითადად, გადავადებები. როდესაც ბახტაძე მოვიდა, სწორედ ბახტაძემ დაამუხრუჭა ეს პროცესი. ბახტაძე მოიქცა უფრო ხისტად და კიდევ უფრო ხისტად მოიქცა ბახტაძის შემდგომი ფინანსთა მინისტრი მაჭავარიანი. მგონი, ლამის გაიწიეს ერთმანეთისკენ, როდესაც ვერ არწმუნებდა და მაინც ითხოვდა გადავადებას, კონფლიქტის დონეზე მივიდა მათი საუბარი. ბახტაძემ საბოლოოდ შეაჩერა ეს პროცესი, მაჭავარიანი კი ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ იხდიდა ფულს. ჩემი აზრით, მიდიოდა ლობირება, იგივე ყიფიანის მხრიდან, რომ მომხდარიყო  გადავადება. უფრო კარგი იქნებოდა, აქციზების გაცემა შეწყვეტილიყო მანამ, სანამ 50 მლნ ლარი დაგროვდებოდა. სანამ ტენდეცია არ წამოიქმნება, რომ ოქუაშვილი დაგროვილ ვალს ამცირებს, მანამდე არაფერი არ უნდა გაკეთდეს - ეს არის პოზიცია და არ შეიძლება შანტაჟით მოქმედება, ეს პირდაპირ ზეწოლაა ხელისუფლებაზე და არ შეიძლება მედია გამოყენებულ იქნას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics