16:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 18:14:31, 1550 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი ჩანაწერებზე: ჭორვილელ აფერისტს მართლა ჰგონია, რომ გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხალხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ბიძასთან, თემურ ალასანიასთან სავარაუდოდ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, გავრცელებული ჩანაწერები სიცრუეა.

„ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს...მართლა ჰგონია, რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება“,-წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა.

"ჩანაწერში მონაწილეობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ამავდროულად КГБ-ს ყოფილი გენერალია. საუბრისას თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით საუბრობს  ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს", - წერს პორტალი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics