15:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 19:58:21, 1312 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ივანიშვილის ინტერვიუზე: საზოგადოებამ დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე - ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

მისივე  შეფასებით, სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა სამომავლო ხედვებზე საუბარს ვერ დაეთმო, თუმცა, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს სამომავლოდ,  აღნიშნულზე საუბრის საშუალება ექნება.

“გუშინ იყო საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც შუქდება ერთი სახით და სადაც რეალობა არის მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ზუსტად დაინახა, თუ სად არის სიყალბე და სად არის სიმართლე. ამას დაეთმო გუშინდელი გადაცემა. სამწუხაროდ, გუშინდელი გადაცემა ვერ დაეთმო სამომავლო ხედვებზე საუბარს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარეს სამომავლოდ ექნება იმის საშუალება, რომ ასევე საზოგადოებას ესაუბროს სამომავლო ხედვაზე. იმაზე, თუ როგორ გვესახება ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics