|
2018-10-24 16:46:34, 1776 ნახვა
სამართალი
შსს-ს გამომძიებლებისთვის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გადამზადების პროგრამა მუშავდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამომძიებელთათვის ტრენინგების პროგრამის (TAHCLE – Training Against Hate Crimes for Law Enforcement ) დანერგვის საკითხზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის, თბილისის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა, ასეთი კატეგორიის საქმეების გამოძიებისას არსებული გამოწვევები, სამართალდამცველების პროფესიული უნარ-ჩვევები და პრაქტიკული შესაძლებლობები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს (OSCE ODIHR) შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შემუშავდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამომძიებელთა ტრენინგების პროგრამა (TAHCLE – Training Against Hate Crimes for Law Enforcement). პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და აღნიშნულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ამ მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი, რაც ტრენინგების საშუალებით გამომძიებელთა კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის გაზრდას ისახავს მიზნად.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)