|
2018-10-23 12:25:08, 847 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოების კითხვებს უნდა უპასუხოს
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვები აქვს. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზურაბიშვილის პოზიციები ბოლო დროს განვითარებულ აქტუალურ საქმეებზე უცნობია. "სახელისუფლო კანდიდატისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ეთანხმება მარიხუანას კულტივაციას და ვიცით ის, რომ ეთანხმება პუტინს, მედვედევს იმაში, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან შემდეგ შეკითხვებზე: საგამოძიებო კომისიაში ყოფნისას რატომ არ მისცა მან ხმა დათუნა სარალიძის მკვლელების დასჯას, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაკეთებულ მირზა სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც დასტურდება უკანანო, შეიარაღებული ბანდების მიერ ადამიანების გატაცება, წამება და ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ქართული საზოგადოებისთვის - დათუნა სარალიძის მკვლელებთან გარიგება და ხელის დაფარება. რატომ არ გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი კომპანია "ომეგას" დარეკეტებას, ტელევიზიის დახურვას, რომლის სულისჩამდგმელებიც ივანიშვილი და ფარცხალაძე იყვნენ, რატომ არ გამოეხმაურა და რა პოზიცია აქვს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების შეძენილ სასახლეებზე, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიძინეს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)