|
2018-10-22 17:01:01, 1582 ნახვა
კომენტარი
გვარამია ივანიშვილზე: მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ეხმაურება. როგორც გვარამია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს,ინტერვიუს შემოთავაზებაზე რუსთავი 2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს. „ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე? რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს“, - წერს ნიკა გვარიამია. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ხვალ ივანიშვილი 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)