2018-10-22 15:08:20, 2617 ნახვა
პოლიტიკა
ლადო გურგენიძემ „ევროპულ საქართველოს“ 22 222 ლარი შესწირა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ პარტია "ევროპულ საქართველოს" 22 222 ლარი შესწირა.
აღსანიშნავია, რომ პარტიას მიმდინარე თვეში შემოწირულობის სახით სულ 152 893 ლარი აქვს მიღებული. ყველაზე დიდი თანხა კი, სწორედ გურგენიძემ ჩარიცხა.
ცნობისთვის, 2012 და 2016 წლებში ლადო გურგენიძემ თანხა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა. აღნიშნულმა თანხამ საერთო ჯამში 60 940 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,