|
2018-10-20 16:43:50, 1851 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეში შესაძლოა, აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში შესაძლოა, აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული, -ამის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაადასტურა. მისივე განმარტებით, მონაწილე კრიმინალური დაჯგუფების წევრთა ნაწილი, შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს გადასული. ამასთან, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს და შეისწავლის. „საქმეზე გამოძიება გრძელდება, მე სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში განვაცხადე და ბუნებრივია, ტელე-ეთერშიც ამას გეტყვით, კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი და კონკრეტულ გადაწყვეტილების მისაღებად მოტივზე, ჩვენი მხრიდან ვერ გაგესაუბრებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მათმა ნაწილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შესაძლებელია მოახდინა, იმ ეტაპამდე, ვიდრე საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მანამდე კი, სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს. ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს. ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)