|
2018-10-20 16:23:51, 1880 ნახვა
სამართალი
ბიზნესმენის შვილის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მარგველაშვილს, გოჩა ჩეჩელაშვილს, თემურ კენჭაძეს, მამუკა ესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები არ გაიზიარა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენის შვილის გატაცების ბრალდებით სამართალდამცავებმა თბილისსა და წყალტუბოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 10 პირი დააკავეს. ათიდან 3 დაკავებული, მათ შორის, ერთი ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს. ამ დრომდე უცნობია, წარუდგინეს თუ არა კიდევ ორ პირს ბრალი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)