20:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 22:27:53, 1912 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მირზა სუბელიანმა კითხვების ნაწილს არ უპასუხა - მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება

სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანის გამოკითხვა კიდევ მოხდება.

„დღეის მდგომარეობით მოწმის სახით იქნა გამოკითხული მირზა სუბელიანი. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა, ძირითადი კითხვები დაესვა მას. ნაწილ კითხვებზე დღეის მდგომარეობით მიღებული იქნა პასუხი, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და კვლავ გამოცხადდება ბრალდების მხარე, პროკურატურა და დაესმევა მას ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემისგან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მირზა სუბელიანის გამოკითხვას მისი უფლებადამცველი, კახა ხვისტანი დაესწრო. რაც შეეხება მის კიდევ ორ ადვოკატს - ეკა ხუციშვილსა და ინგა ჩალაურს, მათ დაგვიანების გამო, გამოკითხვაზე შესვლა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics