21:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 20:40:02, 2741 ნახვა

ეკონომიკა
ჰაკათონი „ჰაკატური“ ტექნოპარკში დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო.

თბილისის პარალელურად ჰაკათონი საქართველოს ცხრა რეგიონში (თელავი, თიანეთი, გორი, ხარაგაული, ქუთაისი, ბაღდათი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ბათუმი) ერთდროულად ჩატარდება. ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ნიკა როსტომაშვილმა ვიდეოხიდის მეშვეობით  ჰაკათონის მონაწილეებს ტექნოპარკიდან მიმართეს.

,,ჰაკატური“ ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.

ჰაკათონის მონაწილეებისთვის ამოცანის შესასრულებლად 48 საათია გამოყოფილი. დავალებები შემდეგ კატეგორიებს მოიცავს:

ინოვაციური ბიზნეს მოდელის აღწერა და პრაქტიკული ექსპერიმენტი;

მობილური აპლიკაცია;

ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფა;

მექანიკური მოწყობილობა ან მისი მოდელი;

ახალი პროდუქტის პროტოტიპი ან ვიზუალური კონცეფცია;

არსებული საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზის კონცეფცია;

ბიზნეს პროცესების შედეგად დაგროვებული მონაცემების გამოყენებით ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა;

კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო  პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics