|
2018-10-19 17:02:56, 7298 ნახვა
Lifestyle
ჯასტინ ბიბერის საიდუმლო ქორწინება
24 წლის პოპ ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა თავის შეყვარებულზე, 21 წლის მოდელზე ჰეილი ბოლდუინზე დაქორწინდა. ქორწილი პრესისთვის გასაიდუმლოებულ ადგილას 18 ოქტომბერს გაიმართა. ერთი დღით ადრე (17 ოქტომბერს) ახალგაზრდები ბევერლი-ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში შეამჩნიეს. "მივედი მათთან და ვკითხე: არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ დაქორწინდით? ერთხმად მიპასუხეს-"კი", - წერს სოც.ქსელში მომღერლის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. სოციალურ ქსელებში წყვილის ერთობლივი სურათები გაჩნდა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებმა საერთო სახლი შეარჩიეს. ამის მიუხედავად ოფიციალური განცხადება ქორწილთან დაკავშირებით არც ერთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ჯასტინ ბიბერის კარიერა 2008 წელს დაიწყო, მან 4 ალბომი ჩაწერა და რამდენიმე მსოფლიო ტურნე მოაწყო. აქამდე ის საკუთარ კოლეგას, მომღერალს სელენა გომესს ხვდებოდა. ბიბერის ცოლი, ტოპ-მოდელი ჰეილი ბოლდუინი, მსახიობ სტივენ ბოლდუინის უმცროსი ქალიშვილია.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)