|
2018-10-19 15:56:00, 1220 ნახვა
სამართალი
მერაბიშვილის ადვოკატი: ციხიდან გაყვანის ფაქტზე, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გაყალბებული მონაცემები მიაწოდა
„უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ნათლად ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა იყო გაყალბებული და საქართველოს ხელისუფლებამ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა სტრასბურგის სასამართლოს“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩივიაშვილის თქმით, იმ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანეს, დავით ცუხიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად მუშაობდა. მისივე განმარტებით, ცუხიშვილი იყო მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი და სწორედ მას ესაუბრება სუბელიანი ხელისუფლების მაკომპრომატირებელ მტკიცებულებებზე. „რა გვაძლევს ამის გაკეთების საფუძველს, ეს არის ის რომ, დავით ცუხიშვილი, რომელიც იმყოფება მირზა სუბელიანთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ეს ადამიანი ჩანაწერებში ადასტურებს, რომ 9 თვე ელოდებოდნენ, სანამ მას დაკითხავდნენ. 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოხდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, გატაცება, მიყვანა მთავარ პროკურორთან, მისგან მოთხოვნა გაურკვეველი ინფორმაციების, სწორედ ამ პერიოდში დავით ცუხიშვილი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლად. ეს ადამიანი იყო სუბელიანის მარჯვენა ხელი. ეს ადამიანი უშუალოდ აწარმოებდა მოკვლევას მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას აქვს დათვალიერებული ვიდეოკადრები, ასევე ათვალიერებს ჟურნალს, წერს პაკეტებს, რომ თითქოსდა მის მიერ ჩატარებული ამ მოქმედების შედეგად, ვერაფერი საინტერესო ვერ იქნა დადგენილი. ეს ადამიანი უთითებს რომ კამერებში მანქანების გადაადგილება ჩანს, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვერ აღმოაჩინა. ამის შემდგომ პროკურატურაში იწყება გამოძიება ისევ მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, იქაც იკითხება მოწმის სახით დავით ცუხიშვილი, სადაც ის ამბობს, რომ ჩაატარა მოკვლევა და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე სუბელიანის დავალებით ჩართული იყო აღნიშნული საქმის გაყალბებაში. ეს გაყალბებული მასალები გადაეგზავნა შემდგომ სტრასბურგის სასამართლოს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)