|
2018-10-19 15:45:47, 1102 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ლარის კურსი კი არა, თავისუფალ ცურვაში დღეს ქვეყანაა, რადგან ხალხს არ ჰყავს პატრონი
მთავრობა გვიმტკიცებს, რომ დღეს ლარის კურსი არის თავისუფალ ცურვაში. სინამდვილეში თავისუფალ ცურვაში არის დღეს ქვეყანა იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს არ ჰყავს არც პატრონი, არც მიმხედავი, არც პასუხის გამცემი - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ლარის გაუფასურება იწვევს პროდუქტის, კომუნალური გადასახადების, საწვავის და კრედიტის გაძვირებას, რის საფასურსაც ხალხი იხდის. „მთელი ის არაკომპეტენტურობა, რასაც ვხედავთ მთავრობის მხრიდან: ეკონომიკური განვითარების არარსებობა, კორუფცია, მაფიოზური მეთოდებით მართვა და წილები - ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე და ეს ყველაფერი ტყდება ჩვენი მოსახლეობის გაჭირვებაზე. ლარის გაუფასურება იწვევს პროდუქტის გაძვირებას, იწვევს კომუნალურების გაძვირებას, იწვევს საწვავის გაძვირებას, კრედიტის გაძვირებას - ამ ყველაფრის ფასს იხდის დღეს ჩვენი ხალხი. მთავრობა კი არაფერს აკეთებს და პასუხსაც კი არ სცემს, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და კომპეტენტური მთავრობის მოყვანა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში ვითარების შეცვლას, შეძლებს ეკონომიკურ განვითარებას და ამით დაიცავს ჩვენს მოსახლეობას გაუფასურებული და გაძვირებული ცხოვრებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)