|
2018-10-17 19:08:27, 1879 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭელიძის საქმის განხილვა გადაიდო - 13-მა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადება ბრალდებულის ადვოკატების პროტესტმა გამოიწვია. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სამი ადვოკატი მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა, ბრალდებულის 13-ივე უფლებადამცველმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ის უსაფუძვლო შენიშვნებს აძლევდათ. „სამი ადვოკატი სრულიად უსაფუძვლოდ დააჯარიმეს 500 ლარით ერთობლიობაში და კიდევ სხვა ვინმეს ხმა რომ არ ამოეღო, მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, მივმართე იმ უკანონობაზე დავით ასათიანს. შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციაში არსებობს ეთიკის კომისია და კანონის საფუძველზე, პროტესტის ნიშნად ჩვენ ადვოკატებმა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად დავტოვეთ სასამართლო დარბაზი“, - განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)