13:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 14:49:17, 1417 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე პატარკაციშვილის საქმეზე: ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი დანაშაულებრივი სქემაა

„ყველამ ზუსტად იცის, რით იყვნენ დაკავებული „ნაცმოძრაობის“ წევრები, ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

მდინარაძის განმარტებით, პროკურატურის დღევანდელი განცხადება მისთვის ახალი არ იყო.

„ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი გახსნილი საქმე შეაფასოს მორიგ პიარ-სვლად, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი სტანდრატისათვის შესაბამისი და აუცილებელი მტკიცებულებები შეგროვდა, ამის შემდეგ გამოიტანა პროკურატურამ გადაწყვეტილება და ამცნო საზოგადოებას. რომ გითხრათ, ამ ყველაფერმა გარკვეული გაკვირვება გამოიწვია ჩემში, ან საზოგაოდებაში, ასე არ არის, რადგან ზუსტად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რას უკვეთავდნენ, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, რისი მკადრებლები იყვნენ და ეს არის მათი მორიგი დანაშაულებრივი სქემა, რომელიც გაიხსნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა. ამასთან, კვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics