13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 13:07:07, 1233 ნახვა

საზოგადოება
MAN-ის მარკის ავტობუსები უფასო უკაბელო ინტერნეტით აღიჭურვება

მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი  თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics