13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 13:00:14, 1249 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდანდაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათიგაკვრა ნებადართული არაა.

მისივე დავალებით, მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართული არ არის. 

„სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული - ისტორიულ ძეგლებზე,  მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვისძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics