13:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 10:35:38, 1458 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ჩანაწერებზე: ეს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას

საქართველოს პრემიერი-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფის" საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

პრემიერის თქმით, გადასახადებს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, ჩანაწერები კი, ბახტაძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება. 

„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ საზოგადოება კარგად გაერკვევა საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადსაც საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ  ეს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ექნება ამის ილუზია,  საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics