13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 09:18:21, 831 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა.  

საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. 

კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  წარმატება უსურვა. 

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ასევე, მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძესთან ერთად, პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის,  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ. 

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics