11:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 18:47:26, 1455 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: თუ პრეზიდენტი კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის უფლებამოსილების ვადა, მაშინ ვისაუბროთ კრიზისზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სუბიექტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის. 

„პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე დასწრებას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics