|
2018-10-16 16:03:37, 1537 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: სუბელიანის ლაპარაკი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი - სისულელეებს ამბობდა
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ჯაფარიძე ადასტურებს, რომ პროკურატურის ყოფილ ჩინოსანს მირზა სუბელიანს შეხვდა და ეს მისი მტკიცებით, მსჯავრდებულის ოჯახის თხოვნით მოხდა. დეპუტატის თქმით, შეხვედრის დროს სუბელიანი „გონზე არ იყო“ და მისი საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია. „6 ივლისს ვიყავი მირზა სუბელიანთან. არ არის ადამიანი გონზე თქო არ გესმით? მე არ მახსოვს როდის მითხრა, მაგრამ მითხრა. მირზა სუბელიანის ნალაპარაკები ჩემთვის იყო არასერიოზული, მასთან შევდიოდი ოჯახის მოთხოვნით, რომ არ იყო გონებაზე ,აშლილი იყო. შედი დაამშვიდე დააწყანარეო მეუბნებოდნენ. კიდევ რომ, მთხოვონ ისევ შევალ. ვიცოდი, რომ სისულელეებს ამბობდა და რა უნდა მეთქვა? მირზა სუბელიანის საუბარი ჩავთვალე თავიდან ბოლომდე არასერიოზულად, ამიტომაც ვთქვი და გავაკეთე განცხადება. მირზა სუბელიანის საუბარი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი“,- განაცხადა ჯაფარიძემ. დეპუტატის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)