13:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 13:42:52, 1506 ნახვა

კომენტარი
ბესელია ჩანაწერებზე: თქვენ აკეთებთ ინტერპრეტაციას ისე, როგორც გვარამიას ესიზმრება - არ ვიცი რატომ მახსენა სუბელიანმა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისთვის ეკა ბესელიასთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურატურის ყოფილმა ჩინოსანმა მირზა სუბელიანმა "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი სახელი. 

ბესელია არ გამორიცხავს, რომ მირზა სუბელიანს ეს დავალება ვინმესგან მიეღო. მანვე დასძინა, რომ გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. 

​„რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? რას ამბობს, რას? მე ვერ გავიგე, რას ახსენებს!.. მე არ ვიცი რას გულისხმობდა, ჩემთვის გაუგებარი კონტექსტია. არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ მინახავს ეკრანის გარდა. ვერ გავიგე საერთოდ რა არის, ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა, თქვენი სურვილი იყო და იმიტომ ახსენა, მან რატომ ახსენა არ ვიცი, ამიტომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავად აძლევთ კონტექსტს და აკეთებთ ამის ინტერპრეტაციას, ისე როგორც გვარამიას ესიზმრება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე კონტექსტი, მაგრამ რომ არ დარჩეს ბუნდოვანი ამიტომაც ეს კითხვაც დაისვას, და საერთოდ, რასაც ამბობს ყველაფერი გაირკვეს,“-ამბობს ბესელია.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში, სადაც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, ეკა ბესელიაც ფიგურირებს. კერძოდ, სუბელიანი ეკა ბესელიას სახელს ე.წ. უდოს კომისიასთან მიმართებაში ახსენებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics