19:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 12:34:05, 1521 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი „ომეგას“ საქმეზე - მმართველი გუნდის მხრიდან არაადეკვატური ღიმილი, სწორად არ მიმაჩნია

ტელეკომპანია იბერიის და აგრეთვე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნეგატიურად შეაფასა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე, არც დღეს, არ ვაკეთებ ფარული ჩანაწერების შეფასებას. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა შევინარჩუნო. ამავდე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში იქნა გამოვლენილი. საქმე ისაა, რომ ბრალდებებს, არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის, კრიმინალური ჯგუფების ჩარევისა, რეკეტის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, ამ საკითხს პასუხი გაეცა, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა. ეს საკითხები საქართველოში არ არის არც ღიმილის მომგვრელი და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში სამი კვირის განმავლობაში ის რაც საზოგადოებისათვის მძიმეა და მიუღებელი, არაადეკვატურ ღიმილს და სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, ეს თავისთავად პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics