12:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 18:44:02, 1951 ნახვა

საზოგადოება
ბიზნეს სექტორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობა

სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები ამოქმედდება.

აღნიშნული საკითხების შესახებ 16ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართელოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.დაგეგმილ შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და იმსჯელებენ იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა გახორციელებაც მათ მოუწევთ მომავალი საქმიანობის პროცესში. კერძოდ, შეხვედრა მიზნად ისახავს, კომპანიების ინფორმირებას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მასში იგულისხმება ცვლილებები მომხმარებელთა ინფორმირება საკვებდანამატების რეგულირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში.

შეხვედრას, რომელსაც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე გახსნის, 50-მდე მეწარმე დაესწრება. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რათა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება მიიღონ კომპეტენტური პასუხები თემასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics