|
2018-10-13 17:52:47, 1612 ნახვა
სამართალი
ჯაფარიძე: თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
„თუ მართალა სერიოზულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად პირდაპირ ეთერში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე შსს-ში გამართულ ბრიფინგს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, 20 ოქტომბერს დაგეგმილი ე.წ. კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჩატარდება და ერთადერთი, ვინც იქ კანონს დაარღვევს, თავად იქნება. „შსს-მდღესგანაცხადა რომ სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული ჩვენ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით. გვემუქრებიან ჩვენ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და შესაბამისი სანქციები არსებობს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის. მინდა მათ ვუპასუხო – მე ვარ ზურაბ ჯაფარიძე, ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს ვიყრი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. მაქვს ჩადენილი ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი 2016 წლის 31 ოქტომბერს, კერძოდ დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე კონკრეტულად დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას. 20 ოქტომბერს ასევე ჩავიდენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, თუმცა, ამჯერად არ ვარღვევ კანონს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც გავაკეთებ, ამის უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ მომანიჭა. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს არის მიმართული იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და რომელსაც ლობირებენ მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. მან ასევე იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც ფესტივალზე დასწრება სურს: „ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და გაერთონ. არცერთ მონაწილეს არავინ თხოვს, რომ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მარტო მე, ამ ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტობის კანდიდატი. სხვა ყველა ადამიანი იქ მოდის დასასვენებლად, გასართობად. მე პირადად, იქ ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად მისვლას ვაპირებ. მინიმუმ, ვისაც აინტერესებს, თუ მართალა სერიოზულია შსს-ს განცხადება, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ლაივში ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს, კარგი შანსია, მოხვიდეთ, გაერთოთ და მათ შორის, ნახოთ რაღაც ისტორიული მომენტიც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, შსს-მ გირჩის მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი პირების მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)