|
2018-10-13 15:41:27, 1219 ნახვა
საზოგადოება
ლასლო თაბარი ექიმებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის მულტიდისციპლინურ კურსს ატარებს
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესა და ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, შვედეთიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კურსის ხელმძღვანელი, პროფესორი ლასლო თაბარი ექიმებისთვის ატარებს ტრენინგს თემაზე - „ძუძუს დაავადებების გამოვლენა და დიაგნოსტიკა მულტიდისციპლინური მიდგომით“. სატრენინგო კურსის გახსნაზე, კურსის შინაარსსა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამაში ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ გეთიამ, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ციალა ჯელაძემ და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ექიმმა-რადიოლოგმა, ძუძუს კიბოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ ჩარკვიანმა. როგორც ეთერ კიღურაძემ აღნიშნა, ეროვნული სკრინინგ ცენტრი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებაზემუდმივად ზრუნავს. „ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამავდროულად, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სწორედ„ვარდისფერ ოქტომბერში“ ჩვენი ექიმებისთვის სრულიად უნიკალურ ტრენინგს ატარებს ადამიანი, რომელსაც აქვს 45-წლიანი გამოცდილება ძუძუს დაავადებათა დიაგნოსტიკაში და შესაბამისად, მის სახელს უკავშირდება მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე. წლების განმავლობაში,ცენტრი ორიენტირებულია მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავს სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაცწარმოადგენს“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა. ტრენინგი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, მამოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, გინეკოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის. კურსის მიზანია, ინტერაქტიული მეთოდით ძუძუს კიბოს სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი ტენდენციებისა და მიდგომების განხილვა. ტრენინგი დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)