|
2018-10-12 14:22:32, 1176 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის
„ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რისთვის მოდის პრეზიდენტად. „შეუძლებელია ჩვენი დროის ხარჯვა იმაზე, რომ დავიწყო მტკიცება, რას წარმოვადგენ – რომ ვარ სალომე და არა გრიგოლი. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ დავიწყო თავის მართლება ან ვიღაცის ლანძღვა, ფაქტების გახსენება და ა.შ. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველას წარსული არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზანი და არც იქნება არასოდეს, ამისთვის მე დრო არ მაქვს. ამ ყველაფრის მეორე მიზანი საერთაშორისო არენაზე წინასწარ ჩემი დისკრედიტაციაა. ვითომ, ამ ყველაფრით ხელი შემეშლება, რომ განვახორციელო ჩემი გეგმები, როცა ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი. ესეც არ იმუშავებს, რადგან ძალიან კარგად მიცნობენ, ბოლოს და ბოლოს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ საერთაშორისო არენაზე ვმოვღვაწეობდი. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და წარსულში ვინ რას იცავდა. შესაბამისად, ამის მტკიცებაც არ არის საჭირო. დღეს რაც არის საჭირო, არის ის, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად; თუ, რომელი არის ბრალდება და რომელი არის სწორი, თქვენც შეგიძლიათ გაარკვიოთ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)