10:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 20:47:21, 1516 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ლევან ყიფიანის ჩვენებიდან დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი

„ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ, რომ რაღაც გარიგებებს ქონდა ადგილი და „ქართული ოცნება" ძალადობდა ბიზნესზე, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ. 

„ერთ მხარეს დგანან ისინი, თავისი დადგმული სპექტაკლებით, ყალბი სანომრე ნიშნებით და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება. ოქუაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, ვერც იმ მთავარ კითხვაზე პასუხობს, სად მიჰქონდა ის ფული და სად იხდიდა 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს. ერთი სიტყვით,  ძალიან დაბნეულები არიან, თუმცა ყოველდღიურად იყენებენ ჩანაწერებს, რომლებზეც რამდენიმე ექსპერტიზა ამბობს რომ არის მონტაჟი, არის ყალბი. საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ ორ მხარეს შორის, ვინ არის მართალი, სად არის სიმართლე და რამდენად შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად, მისი ინტერესებში ჩამჯდარი ზაზა ოქუაშვილი ამბობდნენ ერთ პროცენტ სიმართლეს მაინც.

რამდენიმე კვირაა, ვუყურებთ და ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის", მისი ყველა მედიასაშუალების  და უკვე ზაზა ოქუაშვილის მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება დაარტყას „ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მყარად დგანან - ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის მედიის თავისუფლება და  დემოკრატია“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics