|
2018-10-10 19:15:13, 1787 ნახვა
სამართალი
„სახელმწიფო ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, თანხა მოთავსდა, მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა“
მთავარი პროკურატურა პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის იმ ჩვენებას ეხმაურება, რომელიც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას ისაუბრა. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ სახელმწიფო ნომერი, რომელშიც, ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, საბანკო ანგარიშიდან წაღებული თანხა მოთავსდა, 2016 წელს მის მიერ დასახელებულ ავტომანქანაზე გაცემული არ ყოფილა. პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს „ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა „ტოიოტას“ მარკის, სავარაუდოდ „პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333. „მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს „ოლიმპუსის“ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა. ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ინფორმაციით, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ნომერი III-333 2016 წელს არ იყო გაცემული „ტოიოტას მარკის“ ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)