12:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 14:49:49, 1651 ნახვა

კომენტარი
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: შს მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. 

როგორც ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრი შეპირდა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში გაერკვევა. 

„ბატონმა მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ გაერკვევა სიტუაციაში. მე, რომ გითხრათ, ძალიან მჯერა. სხვათაშორის ძალიან გულისხმიერი კაცი ყოფილა და გულდასმით გამიღო გული, მომისმინა ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამა პროტესტსს იმ ფაქტისადმი გამოხატავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა პოლიციის თანამშრომელია და ნაცვლიშვილის მოთხოვნაა მსჯავრდებულის მამამ სასამართლო პროცესის დასრულებასა და მსჯავრის გამოტანამდე სამსახური დატოვოს.

„დააკვირდით, მეტროში თანამშრომელს, გიყურებთ ჯიბეში რა გიდევთ. დანა თუ გიდევთ, დაგაჯარიმებთ დანაზე. მას კი არ აქვს მორალური უფლება, რომ ის ვიღაცა დააჯარიმოს დანაზე, იმიტომ, რომ მისმა შვილმა იხმარა 25 სანტიმეტრიანი დანა", - ამბობს ნაცვლიშვილი ბრალდებულის მამაზე. 

მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა და თანხმობა იმავე დღეს მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics