|
2015-06-09 18:02:54, 4459 ნახვა
Lifestyle
ცოტნე გამსახურდია ყოფილ არქიმანდრიტ ანთიმოზს: ნუ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ყოფილ არქიმანდრიტ ანთიმოზს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს. გამსახურდია ყოფილ არქიმანდრიტ ანთიმოზს მიმართავს: „წადი რაა, ჯაჯანიძის შოუში სადმე, ნუ ჭორიკნობ დედაკაცივით“. „წადი რა, ჯაჯანიძის შოუში სადმე, ნუ ჭორიკნობ ორღობის დედაკაცივით! ანაფორა მაინც გაგხადეს და ერთი ძველი ნიფხავი მიგდია სადღაც და ზედ ჩემი გენმატერიალი უნდა იყოს შერჩენილი, თუ გინდა გადმოგცემ საჩუქრად ჩემი პირადი ცხოვრების გამოსაკვლევად“,-წერს ცოტნე გამსახურდია. ცნობისთვის, ყოფილმა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა გამსახურდია საქართველოს-პატრიარქის ილია მეორის მისამართით დაწერილი პოსტის გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა. “ცოტნე გამსახურდიას! აღარც მამა იცით, აღარც დედა იცით, ძმებმა ხომ დაჭამეთ ერთმანეთი, ცოლმა ხომ საქვეყნოდ მოგჭრა თავი! რამ მოგწამლათ ესე? ნუთუ რუდოლფ შტაინერმა? საქართველოს 40 წლის კათოლიკოს-პატრიარქზე, 80 წელს გადაცილებულ მოხუცებულ კაცზე ასე უდიერად როგორ საუბრობ, ჭორიკანა ქალივით! თუმცა კაცობის არაფერი გცხია. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)“, – წერს ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)