01:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 16:26:07, 2318 ნახვა

მსოფლიო
კვლევა: ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 20%-ით შემცირდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 20%-ით შემცირდა, - ამის შესახებ კვლევითი ცენტრის "ლევადას" კვლევაშია ნათქვამი. 

კვლევის თანახმად,  გასული წლის ნოემბერში პუტინის ნდობის რეიტინგი 59% იყო,  ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ პუტინის ნდობის მაჩვენებელი ივნისის თვეში 48%-ს შეადგენდა. სოციოლოგები ნდობის კლების მიზეზად საპენსიო რეფორმას ასახელებენ.

რაც შეეხება მეორე ადგილს, დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იყოფენ, რომლებსაც გამოკითხულთა 15-15% ენდობა. მესამე ადგილს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იკავებს. მას გამოკითხულთა 10% ენდობა. 

გამოკითხვა რუსეთის მასშტაბით, 136 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1600 სრულწლოვანმა პირმა მიიღო. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics