18:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:43:25, 1156 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: რუსეთი ცდილობს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდეს ისე, რომ არ შეასრულოს ვალდებულებები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა.

„გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში მიმდინარეობდა სამზადისი დღევანდელი დისკუსიისთვის, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და ეხება რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ისე, რომ არ შეასრულოს არანაირი ვალდებულებები.

„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თემები ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების საკითხებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ დისკუსიებში. დღეს ვნახავთ, რამდენად აღმოაჩნდება რუსეთს მხარდამჭერები ერთი მხრივ და ასევე ვიხილავთ თავად ევროსაბჭოს ორგანიზაციის ღირებულებების მხარდამჭერებს. რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე მათთვის რაიმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღება აცდენა იქნება თვითონ ევროსაბჭოსთვის და დამაზიანებელი იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არის შექმნილი. ამას ყველა კარგად აცნობიერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ევროსაბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics