11:38 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 16:54:32, 878 ნახვა

ეკონომიკა
ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ბათუმში მდებარე ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით 1 ლარად გადაეცა. კომპანია BOOST SPAIN - კოშკში რესტორანს და გალერეას რამდენიმე თვეში განათავსებს, ასევე მოაწესრიგებს ლიფტებს. დაახლოებით ერთ თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეებს მოაწყობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

„ლიფტების პრობლემა იყო ამ ობიექტზე, გამოძიებაც მიმდინარეობს, მერია სასამართლოშიც უჩივის იმ კომპანიას, ვინც მშენელობა ბოლომდე არ მიიყვანა. ექსპერტიზის შემდეგ ამ ობიექტის გაშვებას მილიონ 200 ათასი ევრო დასჭირდება. აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და წლიური 1% შევა ბიუჯეტში“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

კონტრაქტის თანახმად, ეს შენობა ჩვენ 20 წლით ავიღეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს ამ შენობით. ჩვენ ჩამოვედით აქ ბიზნესის საკეთებლად და მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი ხალხისთვის სასიამოვნო იყოს. საქართველოში სხვა ბევრი პროექტი გვაქვს. ბათუმში კი სულ მალე გავხსნით რესტორანს, სადაც ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლებთ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მენეჯმენტისა და მშენებლობის საკითხებში, ეს კი ბათუმში სარესტორნო ბიზნესში ჩვენი პირველი ნაბიჯებია“, - კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელმა. 135 მეტრის სიმაღლის შენობა, ანბანის კოშკი ბათუმში 2011 წელს აშენდა და მასზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics