07:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 19:37:50, 860 ნახვა

საზოგადოება
ფონდი „ქართუ“: დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება

ფონდ „ქართუს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებულ დენდროლოგიურ პარკებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

როგორც ფონდში აცხადებენ, სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

„ბოლო პერიოდში, მედიით გავრცელდა უამრავი არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს. თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა დაგეგმილია 2020 წლის ზაფხულში.გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის“, - ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics