|
2015-01-20 23:06:29, 4636 ნახვა
Lifestyle
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ
„საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას „ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება. „პირველი სიტყვით გადმოუცემელი შოკის შემდეგ მოდის კითხვების ნიაღვარი: ვის აწყობს საქართველოში აბსოლუტური უსამართლობა და გაუთავებელი ოცწლეული დაუსჯელობა, სიმართლის არასოდეს დადგენა ....რაც გვაიძულებს ჩვენ ერთ წრეში ტრიალს და ერთი ადგილის ტკეპნას? ვის აქვს ესოდენ კარგად შესწავლილი ქართული პსიხოტიპი რომ 9 აპრილის მხეცობის არ იყოს, ან კიდევ რამდენიმე ასეთი შემზარავი მოვლენის მსგავსად, იცის წინასწარ რომ საფლავის შეურაცხყოფა, მამაშვილის ურთიერთობის გაბილწვა ამგვარი სიკვდილით, სამართალისთვის მებრძოლე ადამიანის ასე ბოროტად "ჩაკვლა"..... ეს ყველაფერი წარმოადგენს იმას რაზედაც ქართველი (თუ კი ის ცოტათი მაინც ქართული კულტურის მატარებელად რჩება) არ შეიძლება არ გამოვიდეს წყობიდან ! ანუ ვიღაცას განზრახული აქვს ქართულ საზოგადოების აღრევა, ისეთი დარტყმის მიყენებით, რომელზე წყნარი და მოზომილი პასუხი არ არსებობს.... ვიღაცას ესმის რომ ეს სუსტი და უსუსური მთავრობა ამ ვნებათაღელვას ალბათ ვერ მოერევა და ვერ გაუმკლავდება ! ვიღაცა გეგმავს რომ ამ შემზარავი ფაქტით ისევ ჩაგვითრიოს იქ საიდანაც ჯერაც ვერ გამოვსულვართ : ურთიერთ ეჭვების, ურთიერთ სიძულვილის, დაქსაქვის, არეულობის, ქვეყნის დაშლის ჯადოსნურ (თუ უფრო სწორედ ეშმაკურ) ჩაკეტილ წრიდან! დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ, მაგრამ ამავდროულად საქართველო ვარ! საქართველო რომელიც უზარმაზარ საფრთხის წინაშე დგას !", - წერს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)