16:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 09:19:00, 938 ნახვა

სამართალი
პაატა ბურჭულაძის მეუღლე დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

ფონდ „იავნანას“  პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლეს, ანგელა ვასილენკოს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან.

ვასილენკო მზად არის ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდ „იავნანას“ საქმიანობას უკავშირდება.

„მე დიდი ხანი მინდოდა ამეხსნა პროკურატურისთვის ჩემი მოვალეობები ფონდში. მე 2014 წლიდან ფონდის საორგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული. მეხებოდა ფონდის სამხატვრო მიმართულება. ეს იყო საკმაოდ რთული სამუშაო, რადგან ხელოვანების მოწვევა და აქ ჩამოყვანა არც ისე მარტივია. მე ვმუშაობდი მათ ჩამოყვანაზე და ეს ყველაფერი იყო საქველმოქმედო ხასიათის და სწორედ ამ ყველაფერზე ვაპირებ დღეს მე სასამართლოში ვისაუბრო“, - განაცხადა ანგელა ვასილენკო.

ცნობისთვის, ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში 4 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყნიდან მისი გამგზავრების გამო გამოკითხვა არ შედგა.  საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა. ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

 

 

ფოტო: 1tv.ge





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics