23:25 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 09:03:50, 610 ნახვა

რეგიონი
აჭარაში „მაჭახლობა 2018“ გაიმართა

დღეს აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2018" გაიმართა.

ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მაჭახელას ხეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ტურისტული პოტენციალის სიმდიდრეს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას ისტორიული ხეობისთვის უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის მიმართულებით.

ტრადიციულად, მაჭახლობაზე წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ეთნოგრაფიული კუთხეები და შემოდგომის ნობათი, გაიმართა ასევე სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

მაჭახელას ხეობის დღესასწაულს აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მაჭახელას ხეობიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო სტუმრები და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics