16:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 12:08:40, 2175 ნახვა

სამართალი
მესტიის აეროპორტში კლასიკური ავტომობილების რალი გაიმართა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა ომამდენი ავტომობილების რალის უმასპინძლა. რალიში მონაწილე 29 ავტომობილი მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი 1922 წლის გამოშვება Vauxhal-ია ხოლო ყველაზე ,,ახალგაზრდა“ 1951 წლის გამოშვება იაგუარი. 

მესტიის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე განლაგებულ 29 უნიკალური მანქანის მძღოლს, წესების მიხედვით, თვალახვეულებს ბარიერისთვის უკუსვლით უნდა შემოევლოთ და გადაეკვეთათ ფინიშის ხაზი, მიმართულებას კი მათ ე.წ. შტურმანი კარნახობდა. შეჯიბრში მონაწილეობას როგორც მამაკაცი, ასევე ქალი მძღოლებიც იღებდნენ.

კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით ‘’Peaks of the Caucasus“ საქართველოში 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რალის მონაწილეები მესტიის აეროპორტამდე ამბროლაურის აეროპორტში იმყოფებოდნენ. უნიკალური რალის მონაწილეები ჯამში საქართველოს თითოეულ კუთხეს მოივლიან და 2250 კილომეტრს დაფარავენ.

’Peaks of the Caucasus“ იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად, 2005 წელს  კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ იტალიაში ჩატარდა.

1927 წლის გამოშვება MERCEDES BENZ ROADSTER, ამავე წლის გამოშვება BENTLEY და კიდევ 26 უნიკალურმა კლასიკურმა ავტომობილმა სტარტი  პირველ ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან აიღეს და 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დაასრულებენ, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics